Accentnews.ge
3-7 ივლისს ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

3-7 ივლისს ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

04/07/2023 11:29:20 რეგიონები, რეკლამა

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3 - 7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ ზესტაფონის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S