
24 მაისის ამინდის პროგნოზი
24/05/2019 02:48:19 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები დღესაც ცვალებად და გრილ ამინდს პროგნოზირებენ, ხოლო 25 მაისს დღისით მზიან ამინდს გვპირდებიან. საღამოს ნაწილობრივ მოღრუბლულობასა და წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ.
ჰაერის ტემპერატურა ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით დედაქალაქში 26 გრადუსამდე დათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.