Accentnews.ge
"არა ფობიას" – შსს-ს: "პრაიდ კვირეულთან დაკავშირებით გაზარდეთ უსაფრთხოების ზომები"

"არა ფობიას" – შსს-ს: "პრაიდ კვირეულთან დაკავშირებით გაზარდეთ უსაფრთხოების ზომები"

04/07/2023 09:39:58 საზოგადოება

პლატფორმა "არა-ფობიას!" პრაიდ კვირეულს ეხმიანება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და ითანამშრომლონ კვირეულის ორგანიზატორებთან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება და ამავდროულად გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ".

„შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეებია, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველას მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება და ამავდროულად გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ წელს (მსგავსად წინა წლისა) პრაიდის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს რომ მხოლოდ დახურულ სივრცეში ჩაეტარებინათ ღონისძიებები და არ გაემართათ ღირსების მარში, ამ დრომდე გამოვლენილი აგრესია, მუქარა და ძალადობისკენ მოწოდებები კვირეულის მიმართ ისეთივე მასშტაბური და ინტენსიურია, როგორც ეს 2021 წლის ივლისში იყო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძალადობას და აგრესიას საზღვარი არ აქვს, ხოლო მოძალადეთა (განსაკუთრებით ძალადობის ორგანიზატორთა) დაუსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ ზრდის დაუცველ გარემოს ყველასთვის. აღნიშნულს კი საგანგაშოდ ემატება ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან გახშირებული ჰომოფობიური რიტორიკა“,- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს:

  • გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, კერძოდ, მობილიზება გაუკეთონ პოლიციელთა საკმარის რაოდენობას თითოეულ ღონისძიებაზე, რათა შეძლონ დროული რეაგირების მოხდენა ნებისმიერ პოტენციურ ძალადობის აქტზე პრაიდის ორგანიზატორებისა თუ მონაწილეების წინააღმდეგ;
  • გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ კი გამოავლინონ ძალადობისკენ მოწოდების და მუქარის შემთხვევები, ხოლო უკვე იდენტიფიცირებულ შემთხვევებზე დროულად დაიწყონ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მათი გამხმოვანებლების წინააღმდეგ;
  • აქტიურად ითანამშრომლონ პრაიდის ორგანიზატორებთან და ჰქონდეთ მათთან უწყვეტი კომუნიკაცია უსაფრთხოების გეგმის შესამუშავებლად;

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი(MDF)

უფლებები საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

თანასწორობის მოძრაობა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S