უკრაინა: ჩვენი არმია ბახმუტის მიმართულებაზე დასახულ მიზნებს წარმატებით აღწევს
04/07/2023 06:52:15 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის არმია წარმატებით აღწევს დასახულ მიზნებს.
მისი თქმით, რუსულ ჯარს დიდი დანაკარგი აქვს. კერძოდ, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 770 რუსი სამხედრო, განადგურებულია 32 საარტილერიო სისტემა, 29 "დრონი" და 9 საბრძოლო ჯავშანმანქანა.
„ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზეწოლას, წარმატებით იბრუნებენ მოწინააღმდეგის მიერ ადრე დაკავებულ პოზიციებს”, - განაცხადა კოვალიოვმა.


