Accentnews.ge
მედია: სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ

მედია: სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ

04/07/2023 06:12:28 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ, – იუწყება Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ალიანსის წევრი ქვეყნები სტოლტენბერგისთვის მანდატის გაგრძელებაზე გასულ კვირას შეთანხმდნენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ოფიციალურად სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.

სტოლტენბერგმა თებერვალში განაცხადა, რომ არ სურდა კონტრაქტის გაგრძელება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სტოლტენბერგის შემცვლელზე, მას გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S