აზერბაიჯანთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
04/07/2023 05:50:04 მსოფლიო
აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სააგენტოს მონაცემებით, კასპიის ზღვის რეგიონში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგები მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ეპიცენტრი ქალაქ ხაჩმაზიდან 43 კილომეტრის მოშორებით იყო.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობითარ ვრცელდება.


