Accentnews.ge
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებას ავრცელებს

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებას ავრცელებს

03/07/2023 16:43:15 საზოგადოება, რეკლამა

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებას ავრცელებს.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) ეხმაურება 2023 წლის 3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის რეზოლუციაში ჩაწერილიყო შემდეგი პუნქტი:

„ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხია ქართული კვალის წაშლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათი სახეცვლილება ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც თავის მხრივ, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის და „რუსიფიკაციის” პოლიტიკის უშუალო შედეგს წარმოადგენს.”

სხდომაზე აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა – ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა. კომიტეტმა განიხილა ყოველწლიური ანგარიში და მხარი დაუჭირა რეზოლუციას „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით”.კომიტეტის წევრებმა რეზოლუციაში ამ პუნქტის დამატებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ 2023 წლის აპრილში, აფხაზეთის ომიდან 30 წლის შემდეგ პირველად, დაიწყო აფხაზეთში მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის საფუძვლიანი კვლევა. შედეგად ცხადი გახდა, რომ აფხაზეთში მდებარე უნიკალური ტაძრებისა და ციხეების მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას, რათა დაიწყოს ჰუმანიტარული პროცესი და მოხდეს მათი კონსერვაცია და გადარჩენა.რამდენიმე ძეგლზე, გაურკვეველი მიზნით, ამჟამადაც მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა მიმდინარეობაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული ემსახურება ძეგლების ავთენტური იერსახის დამახინჯებას და ქართული კვალის მიზანმიმართულ წაშლას.მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ჩვენი ორგანიზაციის ამ აქტივობის და ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის ადგილზე შესწავლის შემდეგ, აღნიშნული საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიესალმება ეუთოს რეზოლუციაში შესულ ცვლილებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ გაზრდილ ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით. იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოხსენებული ინიციატივა არა მარტო ეუთოს, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების საწინდარი გახდება უნიკალური ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S