Accentnews.ge
პისტორიუსი: უკრაინისთვის გამიზნული გერმანული ტანკების შეკეთების ცენტრი პოლონეთში სწრაფად უნდა ამოქმედდეს

პისტორიუსი: უკრაინისთვის გამიზნული გერმანული ტანკების შეკეთების ცენტრი პოლონეთში სწრაფად უნდა ამოქმედდეს

03/07/2023 16:42:31 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინისთვის გამიზნული გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკების შეკეთების ცენტრი პოლონეთში სწრაფად უნდა ამოქმედდეს.

"ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას: შეკეთების სამუშაოები არის უკრაინის მდგრადი მხარდაჭერის ნაწილი", - განაცხადა პისტორიუსმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ცენტრის შესახებ მოლაპარაკება სასურველია, 10 დღეში დასრულდეს.

დასავლური მედიის ცნობით, ცენტრი კომპანია Bumar-Labedy-ს უნდა დაეარსებინა და მას მუშაობა მაისში უნდა დაეწყო, თუმცა კონტრაქტორებთან დაფინანსების საკითხზე წამოჭრილი უთანხმოების გამო პროგრესი შეფერხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S