"Georgian Airways"-ის დასანქცირების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა
03/07/2023 13:05:31 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგანსი უწყებაში დაიბარა.
ოფიციალური თბილისის ცნობით, შეხვედრაზე ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზებისა” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი განიხილეს.
ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ "Georgian Airways" და თამაზ გაიაშვილი.


