Accentnews.ge
"ვაგნერმა" მეომრების გადაბირება შეწყვიტა

"ვაგნერმა" მეომრების გადაბირება შეწყვიტა

03/07/2023 12:46:24 მსოფლიო

რუსეთის გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა", რომელმაც რუსეთში 23-24 ივლისს ამბოხება მოაწყო,მეომრების გადაბირების პროცესი სრულად შეწყვიტა. ამის შესახებ "ვაგნერის" ტელეგრამ–არხზე გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა.

"ჯგუფი დროებით არ მონაწილეობს საგანგებო სამხედრო ოპერაციაში და ბელარუსში გადადის", – ნათქვამია "ვაგნერის" ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

შეთანხმებით, რომლითაც ამბოხება დასრულდა, "ვაგნერის" ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს ბელარუსში გადასვლის საშუალება მიეცა. ჯგუფის მეომრებს არჩევანი მისცეს - ან პრიგოჟინს გაყოლოდნენ, ან რუსეთის არმიას შეერთებოდნენ კონტრაქტებით.

ამბოხების დასრულების შემდეგ პრიგოჟინი საჯაროდ არ გამოჩენილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S