Accentnews.ge
FT: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ძალაში დასატოვებლად ევროკავშირი რუსეთთან დათმობებს განიხილავს

FT: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ძალაში დასატოვებლად ევროკავშირი რუსეთთან დათმობებს განიხილავს

03/07/2023 12:35:49 მსოფლიო

ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინადადებას, შეიქმნას რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის შვილობილი კომპანია, რათა ამ დათმობით ხელი შეეწყოს იმ ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რომლითაც უკრაინა შავი ზღვის გავლით თავისი მარცვლეულის ექსპორტს აწარმოებს - იუწყება Financial Times.

გამოცემის ცნობით, შეთავაზებულ ახალ უწყებას წვდომა ექნება SWIFT-ის ფინანსურ სისტემასთან, რომელიც რუსეთის ბანკებისთვის მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიხურა.

რუსეთი ასევე ითხოვს წვდომას ფერმების აღჭურვილობის მასალებსა და სადაზღვევო შეზღუდვების მოხსნას.

მოსკოვი იმუქრება, რომ ხელშეკრულებას 17 ივლისის შემდეგ აღარ გაახანგრძლივებს, რადგან საერთაშორისო სანქციები მისი სოფლის მეურნეობის ექსპორტს წინაღობას უქმნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S