
ლევან დავითაშვილი: კონკურსი გამოვაცხადეთ 350-დან 430 მეგავატამდე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე
03/07/2023 11:16:27 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთან დაკავშირებითაც მალე აუქციონი გამოცხადდება.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ენერგეტიკული პროექტების უმრავლესობა საწყის ეტაპზეა.
„გარდა ამისა, მოსახლეობას ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. პირობების შესაბამისად, დღეს უკვე კონკურსი გამოვაცხადეთ. ეს აუქციონი 350-დან 430 მეგავატამდე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე იქნება. ვიმედოვნებთ, დაინტერესება იქნება დიდი და უახლოეს ხანებში გამარჯვებულს გამოვავლენთ. პროექტები განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. მათი უმრავლესობა საწყის ეტაპს გადის, თანხების მობილიზება სჭირდებათ, სწორედ ამიტომ მონაწილეობენ აუქციონებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.