Accentnews.ge
NYT: რუსეთში ხელისუფლების მოთხოვნით Telegram-ის, WhatsApp-ს და Signal-ის მომხმარებელთა თვალთვალისთვის პროგრამები შექმნეს

NYT: რუსეთში ხელისუფლების მოთხოვნით Telegram-ის, WhatsApp-ს და Signal-ის მომხმარებელთა თვალთვალისთვის პროგრამები შექმნეს

03/07/2023 11:07:38 მსოფლიო

რუსეთში ხელისუფლების მოთხოვნით Telegram-ის, WhatsApp-ს და Signal-ის მომხმარებელთა თვალთვალისთვის პროგრამები შექმნეს ისინი შეიძლება, გამოიყენონ ეფესბე–მ და პოლიციამ, – იუწყება The New York Times.

NYT–ს ცნობით, ტელეკომუნიკაციების მონიტორინგის ტექნოლოგიური ბაზრის დიდ ნაწილს ჰოლდინგი „ციტადელი“ აკონტროლებს, რომელიც 2022 წლამდე ნაწილობრივ რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნოდა.

„ციტადელის“ შვილობილ კომპანიებს შორის არის MFI Soft, რომელმაც ინსტრუმენტი NetBeholder შეიმუშავა . პროგრამას შეუძლია, განსაზღვროს, ვინ ვის როდის და სად ესაუბრება მესინჯერებში, ასევე არის თუ არა შეტყობინებაზე მიმაგრებული ფაილი. ინსტრუმენტს არა აქვს წვდომა მიმოწერის შინაარსზე.

გარდა ამისა, NetBeholder-ს შეუძლია, აჩვენოს ორი ტელეფონის მდებარეობა დღის განმავლობაში, რათა დაადგინოს, იყო თუ არა ისინი ერთმანეთის სიახლოვეს. ასევე პროგრამას სატელეკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მონაცემების გამოყენებით შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან ან რუსეთის რომელი რეგიონიდან არის მომხმარებელი. ადრე ასეთი ინფორმაციის მისაღებად ხელისუფლება იძულებული იყო, ის მესინჯერების მფლობელი კომპანიებისგან გამოეთხოვა. მოთხოვნის მიღების შემდეგ კომპანიები თავად წყვეტდნენ, გადაეცათ თუ არა ინფორმაცია", – იუწყება NYT.

როგორც გამოცემა წერს, „ციტადელმა“ არ უპასუხა NYT-ს თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციაზე. უსმანოვის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბიზნესმენი „რამდენიმე წელია, აღარ არის ჩართული კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში“.

Telegram-ისა და Signal-ის თანახმად, ქსელში მონაცემთა მოძრაობის შენიღბვა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მესინჯერების ჩაშენებული ფუნქციების გამოყენება, რათა გართულდეს მისი თვალყურის დევნება. WhatsApp-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სათვალთვალო ინსტრუმენტები წარმოადგენს „საფრთხეს კონფიდენციალურობისთვის“ და რომ ის გააგრძელებს პირადი საუბრების დაცვას.

NYT-ს ცნობით, ზოგიერთი რუსული გამოგონების გაყიდვას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში უკვე შეეცადნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S