ზელენსკი: უკრაინაში ომი მანამ არ დასრულდება, სანამ ყირიმი რუსეთის მიერაა ოკუპირებული
03/07/2023 10:57:42 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომი მანამ არ დასრულდება, სანამ ყირიმი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის საბოლოო მიზანია ყირიმის გათავისუფლება, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.
"ჩვენ არ წარმოგვიდგენია უკრაინა ყირიმის გარეშე და სანამ ყირიმი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს: ომი ჯერ დასრულებული არაა", - თქვა ზელენსკიმ.
CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვით, შესაძლებელია მშვიდობა ყირიმის გარეშე, ზელენსკიმ ასე უპასუხა:
"ეს არ იქნება გამარჯვება"


