Accentnews.ge
პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ პირველად, შოიგუ განცხადებას ავრცელებს

პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ პირველად, შოიგუ განცხადებას ავრცელებს

03/07/2023 10:52:29 მსოფლიო

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრგოჟინის ამბოხის შემდეგ პირველად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განცხადებას ავრცელებს.

შოიგუს მტკიცებით, „პროვოკაციამ“ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე ვერ იმოქმედა:

„პროვოკაციამ არ იმოქმედა უკრაინაში დისლოცირებული სამხედრო დაჯგუფებების ქმედებებზე“.

მისივე თქმით, " გეგმები, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიერ ფიცისადმი ერთგულების გამო ჩავარდა".

„სამხედრო მოსამსახურეები მამაცურად და თავგამოდებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს“, – განაცხადა შოიგუმ.

ამბოხი რუსეთში 23-25 ივნისს მოხდა. ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით პროგოჟინმა მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა და მოტივად "რუსების სისხლისღვრის" საფრთხე დაასახელა. ამის შემდეგ იგი ბელარუსში გადავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S