Accentnews.ge
გარდაიცვალა კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმისას დაჭრილი უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინა

გარდაიცვალა კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმისას დაჭრილი უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინა

03/07/2023 06:01:51 მსოფლიო

საავადმყოფოში გარდაიცვალა რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას მძიმედ დაჭრილი უკრაინელი მწერალი, 37 წლის ვიქტორია ამელინა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ, 2 ივლისს, ღამით გაავრცელა უკრაინის პენ-კლუბმა.

ვიქტორია ამელინა 27 ივნისს დაიჭრა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრში მდებარე რესტორანზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად. უკრაინელი მწერალი მეგზურობას უწევდა ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციის(Aquanta Ucraina) დამფუძნებელს, კოლუმბიელ დეპუტატ სერხიო ხარამილიოს, მწერალ ეკტორ აბადს და ჟურნალისტ კატალინა გომესს, რომლებიც ასევე, დაიჭრნენ.

ვიქტორია ამელინა იყო ორი რომანის და საბავშვი წიგნის ავტორი. ჯოზეფ კონრადის პრემიის ლაურეატი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მწერალი შეუერთდა უფლებადამცველ ორგანიზაციას Truth Hounds და უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე იძიებდა ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ვიქტორია ამელინას გარდაცვალებამდე დადასტურებული იყო კრამატორსკში 12 ადამიანის სიკვდილი. მათ შორის 14 წლის ტყუპი დების. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიჭრა 60 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრამატორსკზე შეტევა 28 ივნისს დაადასტურა, თუმცა, ისევ არ აღიარა სამოქალაქო ობიექტზე დარტყმა და სამიზნედ დაასახელა უკრაინის არმიის 56-ე ქვეითი ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობის დროებითი დისლოკაციის ადგილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც უკრაინას და მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი იმსახურებს მხოლოდ დამარცხებას და ტრიბუნალს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S