Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: წუხელ რუსეთის 13 დრონი გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: წუხელ რუსეთის 13 დრონი გავანადგურეთ

03/07/2023 05:57:00 მსოფლიო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი შეტევა, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგის მიერ წუხელ გამოყენებული 17 დამრტყმელი დრონიდან 13 გაანადგურეს, დანარჩენი აპარატები კი, სამიზნეებს ვერ მისწვდა.

საჰაერო თავდაცის ძალების ინფორმაციით, შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდა. დრონებით თავდასხმის გამო, განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ოლქებში და ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S