Accentnews.ge
უკრაინის გენპროკურატურა: უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 494 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენპროკურატურა: უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 494 ბავშვი დაიღუპა

30/06/2023 19:56:29 მსოფლიო

30 ივნისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 494 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1033 -ზე მეტი არასრულწლოვანი, - იუწყება უკრაინის გენერალური პროკურატურა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი შემდეგ რეგიონებში დაშავდა:

  • დონეცკის რეგიონში - 471,
  • ხარკოვის ოლქში - 284,
  • კიევის ოლქში - 129,
  • ჩერნიგოვის ოლქში - 71,
  • ლუგანსკის ოლქში - 67,
  • ნიკოლაევის ოლქში - 89,
  • ხერსონის ოლქში - 113,
  • ზაპოროჟიეს ოლქში - 91,
  • დნეპროპეტროვსკის ოლქი - 83.

აღნიშნული მონაცემები სრულ სურათს არ ასახავს, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S