Accentnews.ge
გენერალი მილი: უკრაინული ძალები მოძრაობენ თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად

გენერალი მილი: უკრაინული ძალები მოძრაობენ თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად

30/06/2023 19:50:41 მსოფლიო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის შეფასებით, უკრაინის კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე იყო პროგნოზირებული, მაგრამ თავდაცვის ძალები მოძრაობენ თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

გენერალმა თქვა, რომ ტემპი არ აკვირვებს, რადგან უკრაინელი სამხედროები დამაჯერებლად, მიზანმიმართულად და ნაღმების გავლით მიიწევენ წინ და ამას მან „ომის ბუნების ნაწილი“ უწოდა.

გენერალმა სავარაუდოდ, ტემპით უკმაყოფილოებისთვის განმარტა, რომ ომი ქაღალდზე და რეალურ ცხოვრებაში ორი განსხვავებული რამ არის.

გენერლი ელის, რომ კონტრშეტევა იქნება დროში გაწელილი და ძალიან სისხლიანი, რადგან „უკრაინელები იბრძვიან არსებობისთვის, ებრძვიან უზარმაზარ ქვეყანას – 140 მილიონიანი მოსახლეობით და დიდი არმიით, რომელსაც უამრავი სამხედრო ტექნიკა აქვს”.

მან დასძინა, რომ ამერიკელები უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით ეხმარებიან.

იხილეთ ასევე: ზალუჟნი: უკრაინის შეტევა შოუ არაა!

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მას "აღიზიანებს" კომენტარები, რომლებიც დასავლეთში ჟღერს, რომ უკრაინის არმიის შეტევა მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს,– ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა. ეს ზალუჟნის პირველი ვრცელი ინტერვიუა კონტრშეტევის დაწყებიდან და ასევე უკრაინელი მეთაურის დაჭრის შესახებ ჭორების გამოჩენიდან.

ზალუჟნის თქმით, უკრაინის არმია მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს საჰაერო უპირატესობა და არაერთი აუცილებელი ტიპის იარაღი. მიუხედავად ამისა, როგორც გენერალმა თქვა, ჯარები „ყოველდღიურად წინ მიიწევენ, თუნდაც ეს მხოლოდ 500 მეტრი იყოს“.

"ეს არ არის შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, დებს ფსონს ან რაიმე მსგავსი! ყოველ დღე, ყოველ მეტრს სისხლით ვიღებთ!", - თქვა ზალუზნიმ.

მისი თქმით, დაგეგმილი სპექტაკლის გეგმები სრულდება, „შეიძლება არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მონაწილეებს სურთ დამკვირვებლები, მაგრამ ეს მათი პრობლემაა“.

მისი თქმით, შეტევის გეგმები სრულდება, „შეიძლება, არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მონაწილეებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა“.

ამასთან, უკრაინის მთავარსარდალმა კვლავ მოუწოდა ნატოს ქვეყნებს უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ გამანადგურებლები.

მან აღნიშნა, რომ ნატოს სამხედროები, ამ ორგანიზაციის დოქტრინის შესაბამისად, არ წავიდოდნენ შეტევაზე საჰაერო უპირატესობის გარეშე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ისეთი გამანადგურებლები, როგორიცაა F-16.

მეთაური თვლის, რომ თვითმფრინავის გარეშე ბრძოლა ცეცხლსასროლი იარაღის წინააღმდეგ მშვილდ-ისრებით ბრძოლას ჰგავს. საჰაერო საფარის გარეშე, "ლეოპარდის" მსგავსი თანამედროვე ტანკებიც კი ხდება სამიზნე ბრძოლის ველზე, – თქვა ზალუჟნიმ. მან აღიარა, რომ ამ საბრძოლო მანქანებიდან რამდენიმე განადგურდა.

ზალუჟნიმ ასევე თქვა, რომ "ვაგნერის" აჯანყებას ფრონტის ხაზზე გავლენა არ მოუხდეტია – უკრაინელ სამხედროებს არ უგრძვნიათ რუსული ჯარების წინააღმდეგობის შესუსტება. მან ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვის ბირთვულ საფრთხეებზე და თქვა, რომ ეს ვერ შეაჩერებს უკრაინის შეტევას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S