Accentnews.ge
რუსული წყაროები: პრიგოჟინის "ტროლების ქარხანა" დაიშალა

რუსული წყაროები: პრიგოჟინის "ტროლების ქარხანა" დაიშალა

30/06/2023 18:50:54 მსოფლიო

ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაშალეს მედიაჰოლდინგი "პატრიოტი", იგივე ე.წ. "ტროლების ქარხანა", რომელშიც შედიოდნენ "რია", "ფან", ნაროდნიე ნოვოსტი" და სხვები – იუწყებიან ტელეგრამ–არხები Ротонда და Mash წყაროებზე დაყრდნობით.

ინფორმაცია ოფიციალური ჯერ არავის დაუდასტურებია, თუმცა მანამდე მედიაჰოლდინგის ბევრმა გამოცემამ გამოაცხადა დახურვის შესახებ. თავის მხრივ, გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ პრიგოჟინთან დაკავშირებული მედია როსკომნადზორმა დაბლოკა. დაბლოკვის მიზეზები არ სახელდება.

გუშინ The Bell-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ "პატრიოტს" შეეძლო ხელმძღვანელის შეცვლა. პრიგოჟინის აჯანყების დასაწყისში მის მედია აქტივებს სანკტ-პეტერბურგში "რია ნოვოსტისა" და "კომსომოლსკაია პრავდას" ყოფილი თანამშრომელი ილია გორბუნოვი მართავდა.

The Bell-ის სამი წყარო, რომლებიც თანამშრომლობენ პრიგოჟინის კომპანიებთან, იური კოვალჩუკის მედიაჯგუფ "პატრიოტის" ყველაზე სავარაუდო ახალ მფლობელად მიიჩნევენ, მაგრამ გამოცემის თანამოსაუბრეებმა არ იციან, შედგა თუ არა მოლაპარაკებები.

როგორც იუწყებიან, მედიაჰოლდინგის „პატრიოტის“ თანამშრომელთა უმეტესობა პეტერბურგში, ჯანყის დაწყების შემდეგ სამსახურში არ გამოცხადდა. პარალელურად, ჰოლდინგის შენობაში ჩატარდა ჩხრეკა, სამართალდამცველებმა სერვერები ამოიღეს.

მანამდე The Bell პრიგოჟინის მედია სტრუქტურების ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომლებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჰოლდინგი "პატრიოტი" – ევგენი პრიგოჟინის ე.წ „ტროლების ქარხანა“ თითქმის ერთი კვირაა, არ ფუნქციონირებს და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში შეიცვალოს მფლობელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S