CNN: გენერალი სუროვიკინი და კიდევ 30-ზე მეტი სხვა რუსი მაღალჩინოსანი, “ვარგნერის” საპატიო წევრები იყვნენ
30/06/2023 18:26:56 მსოფლიო
რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი 2017 წლიდან “ვაგნერის” საპატიო წევრი იყო,– იუწყება CNN რუსულ საგამოძიებო ჯგუფ “ცენტრ დოსიეზე” დაყრდნობით.
დოკუმენტების მიხედვით, რომელთაც CNN გაეცნო, სუროვიკინი და კიდევ 30-ზე მეტი რუსი გენერალი და მაღალჩინოსანი იყვნენ ცივილიზებული სამყარის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული დაჯგუფების საპატიო წევრები იყვნენ. თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე არ მჟღანდება.
როგორც იუწყებიან, 2018 წელს სუროვიკინს “ვაგნერისგან” პირადი პირადი სარეგისტრაციო ნომერიც გადაეცა - M-3744. გამოცემა აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ იღებდა თუ არა სუროვიკინი “ვაგნერისგან” ფულს, თუმცა ამდენი მაღალი დონის რუსი სამხედროს “ვაგნერის” საპატიო წევრობა რუს სამხედროებსა და კერძო სამხედრო კომპანიას შორის ახლო კავშირებზე მიანიშნებს.
სუროვიკინი "ვაგნერის" ჯანყის შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში. ის მედიასთან არ გამოჩენილა. ვრცელდება ცნობები საგამოძიებო უწყებების მისით დაინტერესების შესახებ.


