
ზუგდიდში მანქანა ქვეითს შეეჯახა
30/06/2023 16:41:34 საზოგადოება
ზუგდიდში, ქვეითთა გადასასვლელზე, მანქანა ქალს შეეჯახა. შემთხვევა გამსხურდიას ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.