Accentnews.ge
კიშინიოვის აეროპორტში სროლისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

კიშინიოვის აეროპორტში სროლისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

30/06/2023 16:11:37 მსოფლიო

კიშინიოვის აეროპორტში სროლა იყო, დაღუპულია ორი ადამიანი,– იუწყება ადგილობრივი გამოცემა NewsMaker.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მოლდოვაში შესვლა აუკრძალეს, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

უწყების ცნობით, ადგილზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ადგილზე მუშაობენ “ვითარების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად"

ინციდენტთან დაკავშირებით კიშინიოვის აეროპორტში 30 ივნისს დაგეგმილი ყველა რეისი გადადებულია. შენობიდან პერსონალისა და მგზავრების ევაკუაცია მოხდა.

ამ ეტაპზე არ ხმაურდება თავდამსხმელის ვინაობა. მედია წერს, რომ ის მოლდოვაში თურქეთიდან ჩაფრინდა.

განახლება

მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს ინფორმაციით, კიშინიოვის აეროპორტში თავდასხმის დროს დაღუპულები არიან მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების ოფიცერი.

ამასთან, მოლდოვის პრემიერმინისტრმა დორინ რესიანმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი ტაჯიკეთის მოქალაქეა. ამჟამად ის დაკავებულია.

მედიის ცნობით, როდესაც პირს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს და უკან გააცილეს, მან მესაზღვრის იარაღი აიღო და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S