მედია: აშშ-მა და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს
30/06/2023 16:06:23 მსოფლიო
აშშ-მა და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს,– იუწყება გამოცემა "ელ პაის".
გამოცემის მტკიცებით, პირისპირი შეხვედრა სამი კვირის წინ შედგა და მასში მონაწილეობდნენ ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხორხე როდრიგესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ხუან გონსალესი.
მედია წერს, რომ შეხვედრა კომუნიკაციის პირდაპირი არხის დასამყარებლად გაიმართა. ასევე ისაუბრეს პატიმრების გათავისუფლებასა და ვენესუელაში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების აუცილებლობაზე. მაგალითად, კარაკასი ითხოვს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მოკავშირე კოლუმბიელი ბიზნესმენის ალექს სააბის გათავისუფლებას, რომელსაც აშშ-ში ასამართლებენ ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით. ამასთან, კარაკასი ადანაშაულებს ბაიდენის ადმინისტრაცია ვენესუელის თანხების ბლოკირებაში. საუბარია სამიდან ხუთ მილიარდ დოლარზე.


