Accentnews.ge
ხაბეიშვილმა დაასახელა საჯარო მოხელეები, რომლებიც მისი თქმით, კასპის ძალადობრივ აქციაზე ჰყავდათ მობილიზებული

ხაბეიშვილმა დაასახელა საჯარო მოხელეები, რომლებიც მისი თქმით, კასპის ძალადობრივ აქციაზე ჰყავდათ მობილიზებული

30/06/2023 14:53:25 პოლიტიკა, რეგიონები

ენმ–ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კიდევ ერთხელ გამართა ბრიფინგი კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებული თავდასხმის თემაზე.

თქვა, რომ პოლიცია სამი საათის განმავლობაში არ მისულა ადგილზე, სადაც ძალადობა ხორციელდებოდა, რადგან „თავად იყვნენ“ ორგანიზატორები.

ამასთან, მისი თქმით, იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ენმ–ის წევრების მოქალაქეებთან შეხვედრის პარალელურად შეიკრიბნენ.

„ესენი არიან: კასპის საკრებულოს აპარატის უფროსი ზურაბ ჩიტიშვილი, კასპის საკრებულოს დეპუტატი ბადრი ჯანიაშვილი, კასპის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ბიძინაშვილი, მარეხ ყაბეგაშვილი – მერიაში სპეციალისტი, ირინა ნონიაშვილი – სპეციალისტი მერიაში, გიული ხოჩიშვილი – კულტურის სახლის სპეციალისტი, დავით ალექსიძე – კასპის აიპის თანამშრომელი. კასპი არ ეყოთ და დამხმარედ გამოიძახეს: შორენა გოგიაძე – გორის მერია, მაია შკუბულიანი – გორის კულტურის აიპი, დათო ნადირავილი – ქარელის აიპი, ზაზა კოპაძე – ქარელის აიპი. მეტიც, თბილისიდან ჩაყვანილი ჰყავდათ გურამ კანდორელაშვილი – სუს–ის ცნობილი ნასეტკა, რომელიც პუტინის დედის გინების გამო თავის დროზე გაბუნიას მიუვარდა“,– თქვა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება.

კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ავტომობილი დაგვილეწეს, ქვებს ისროდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო ასაკის დაწევაზე, ესენი ქვებს ისვრიან. ჟურნალისტურ საქმიანობაში გიშლიან ხელს, თავს გესხმიან. მართლა ბოლო ჟამი აქვს რუსულ ოცნებას, სრული ისტერიკა აქვთ. „ზონდერები“ კი არ არიან, სუს-ის „ნასედკები“ არიან“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S