
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს Red Wings-იც იწყებს
30/06/2023 14:25:21 საზოგადოება
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
როგორც მანამდე გახდა ცნობილი, Red Wings მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი- თბილისი-სოჭის მიმართულებით იფრენს.
მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები სავარაუდოდ, 10 ივლისს, ხოლო სოჭი-თბილისის მიმართულებით 11 ივლისს შესრულდება.
მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ბილეთის მინიმალური ფასი დაახლოებით 17-18 ათასი რუბლი (დაახლოებით 190-200 აშშ დოლარი) იქნება. სოჭი- თბილისის მიმართულებით კი ბილეთი დაახლოებით 7 ათასი რუბლი (დაახლოებით 80 აშშ დოლარი) ეღირება.
მანამდე მედია იუწყებოდა, რომ Red Wings საქართველოში ფრენებს ვერ იწყება რუსეთის ტრანპორტის საინისტროს შესაბამისი ნებრთვის არქონის გამო. საქართველოს მხრიდან ავიაკომპანიამ ფრენების ნებართვა ჯერ კიდევ მაისი მიიღო.
მედიამ ყურადღება მიაქცია, რომ Red Wings-ის მიმართულებების სიაშია რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონი – აფხაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ფრენები არ ხორციელდება. სიაშია, გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა, სოხუმი, ბაბუშარა.
ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ყოველდღურად დაფრინავს რუსული ავიკომპანია „აზიმუტი“ და ქართული Georgian Airways.