Accentnews.ge
ერაყში შვედეთის საელჩოში დემონსტრანტები შეიჭრენ

ერაყში შვედეთის საელჩოში დემონსტრანტები შეიჭრენ

30/06/2023 13:57:41 მსოფლიო

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შვედეთის საელჩოში ასობით ადამიანი შეიჭრა, რომლებიც სტოკჰოლმში წინა დღეს ყურანის დაწვას აპროტესტებდნენ.

მანამდე გავლენიანმა შიიტმა მუსლიმმა ლიდერმა მუქტადა ალ-სადრმა თავის მიმდევრებს მოუწოდა, ქუჩებში გამოსულიყვნენ და ოთხშაბათს სტოკჰოლმში ყურანის დაწვა გაეპროტესტებინათ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში შვედეთის საელჩოსთან და საელჩოს ტერიტორიაზე უამრავი ხალხი ჩანს. მედიის ცნობით, ჭყლეტა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ძალების მისვლის შემდეგ დასრულდა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლებმა შენობა დატოვეს და უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ.

28 ივნისს სტოკჰოლმში მეჩეთის მიმდებარედ სკანდალური აქცია ჩატარდა, რომლის ორგანიზატორმა სალვან მომიკამ ყურანის დაწვის პირობა შეასრულა. ყურანის დაწვამ მწვავე რეაქცია გამოიწვია ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში: იორდანიაში, ერაყსა და ირანში. მაროკომ შვედეთიდან თავისი ელჩი გაიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგადმა ასევე დაგმო ყურანის დაწვა და პირობა დადო, რომ ანკარის რეაქცია შვედეთში ჩატარებულ აქციაზე "ყველაზე გადამწყვეტი" იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S