Accentnews.ge
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი მკაცრდება

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი მკაცრდება

30/06/2023 10:31:26 საზოგადოება

ცხოველის წამებისა ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა. მას 82 – მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პროექტის მიხედვით, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგად ის ძალაში შევა, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 საათამდე, შინაპატიმრობის ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ან 2–წლამდე პატიმრობით.

ამავე პროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით - 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების 1-დან 3 წლამდე ვადით აღკვეთით.

ცვლილებებს წინ უძღოდა ცხოველზე ძალადობის ამსახველი მორიგი კადრების გავრცელება სოციალურ ქსელში. მას მოჰყვა საპროტესტო აქცია პარლამენტთან სასჯელის გამკაცრების და შემთხვევებზე ადეკვატურად რეაგირების მოთხოვნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S