Accentnews.ge
დუნია მიატოვიჩი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

დუნია მიატოვიჩი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

30/06/2023 09:54:26 საზოგადოება

საქართველოს 29 ივნისს ეწვია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, რომელიც, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული 2 ივლისს გაიხსნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა დუნია მიატოვიჩი, ასევე - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი.

დუნია მიატოვიჩი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი 2018 წლის აპრილიდანაა. როგორც კომისარი, ის ფოკუსირებულია ადამიანის უფლებათა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლებაზე, ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, უფლებადამცველთა დაცვაზე, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S