Accentnews.ge
პარლამენტთან სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები დააკავეს

პარლამენტთან სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები დააკავეს

30/06/2023 08:59:23 საზოგადოება

პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს.

იქ მოქალაქეები აქციას პრემიერ–მინისტრის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის პარალელურად მართავენ.

სავარაუდო დაკავებები მოჰყვა დემონსტრანტების შეძახილებს ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით.

„იმ შინაარსის სიტყვები, რასაც აქციის მონაწილეები სკანდირებენ, არის შეურაცხმყოფელი. მოგმართავთ აქციის მონაწილეებს, დაიცავით კანონი, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საზოგადოების შეკრების ადგილზე მსგავსი უცენზურო სიტყვები იყოს. გაფრთხილებთ ყველას!” - თქვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილმა.

აქტივისტები დაინტერესდნენ, მაინც რომელი სიტყვის გამოყენებაა ამდენად პრობლემური და რატომ არ რეაგირებენ, მაგალითად, როდესაც დეპუტატები იგინებიან, თუმცა ამ ნაწილში პოლიციელს მკაფიოობა არ შეუტანია.

მანამდე აქტივისტს და ჟურნალისტს შეურაცხყოფა დეპუტატმა მგალობლიშვილმა მიაყენა.

ფოტო – ფორმულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S