Accentnews.ge
ტრამპი: პუტინი დასუსტდა ბევრი ადამიანის გონებაში

ტრამპი: პუტინი დასუსტდა ბევრი ადამიანის გონებაში

30/06/2023 07:58:30 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ "ვაგნერის" ჯანყის გამო კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გარკვეულწილად დასუსტდა.

”შეიძლება, ითქვას, რომ ის ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ გარკვეულწილად დასუსტდა ბევრი ადამიანის გონებაში”, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ისაუბრა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომზეც და თქვა, რომ უკრაინის მთავრობას ომის შესაჩერებლად, შესაძლოა, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა მოუწიოს.

ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა, რომლებმაც ენერგიული ბრძოლა აწარმოეს თავიანთი მიწის დასაცავად, დიდი აღიარება დაიმსახურეს.

"ვფიქრობ, მათ ექნებათ უფლება, შეინარჩუნონ ბევრი რამ, რაც მოიპოვეს და ვფიქრობ, რომ რუსეთი ასევე დათანხმდება ამას. საჭიროა სწორი შუამავალი ან მომლაპარაკებელი და ჩვენ ახლა ის არ გვყავს", - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ აშშ-ს შეუძლია მშვიდობის დამყარება:

„ვფიქრობ, ყველაზე დიდი, რაც ახლა აშშ-მ უნდა გააკეთოს, არის რუსეთისა და უკრაინის შეკრება და მშვიდობის დამყარება. ამის გაკეთების დროა".

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ კიევი არ მიიღებს არც ერთ სამშვიდობო წინადადებას, რომელიც კონფლიქტს "გაყინავს", რადგან "გაყინული კონფლიქტი არის ომი, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გაჩაღდება ის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S