Accentnews.ge
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, დეპუტატმა დემონსტრანტს და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, დეპუტატმა დემონსტრანტს და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

30/06/2023 07:42:26 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან ბანერებით, „არა რუსულ მთავრობას“, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“.

ისინი აპირებენ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშით წარდგომის პარალელურად ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააპროტესტონ.

„ირაკლი ღარიბაშვილს დღეს წლის შეჯამება აქვს პარლამენტში. ვიცით, რომ ძალიან ბევრ ტყუილს იტყვის და გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს. ჩვენი შეკრების მიზეზიც სწორედ არის ის, რომ მშვიდად არ ჩავატარებინოთ ის მასკარადი, რის გამართვასაც დღეს ღარიბაშვილი პარლამენტში აპირებს", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მოხდა ინციდენტიც. "ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა პრემიერთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბანერის გამო აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხოლო როდესაც მას “ტვ. პირველის” ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეს, დეპუტატმა უცენზურო სიტყვები მისი მისამართითაც გამოიყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S