Accentnews.ge
WSJ: აშშ თითქმის დათანხმდა უკრაინისთვის რაკეტების გადაცემას, რომლებიც ფარავენ მთელ ყირიმს

WSJ: აშშ თითქმის დათანხმდა უკრაინისთვის რაკეტების გადაცემას, რომლებიც ფარავენ მთელ ყირიმს

30/06/2023 07:19:26 მსოფლიო

აშშ-მა შესაძლოა, დაამტკიცოს შორ დისტანციაზე მოქმედი ATACMS–ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა, – განუცხადეს ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა The Wall Street Journal (WSJ).

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ახლა ATACMS–ების კიევში გაგზავნის საკითხი მაღალ დონეზე ელოდება გადაწყვეტას. ადრე თეთრი სახლი სკეპტიკურად უყურებდა ამ იდეას, ახლა კი მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს კვირებში. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ასეთი ნაბიჯისკენ შესაძლოა, "ვაგნერის" ჯანყმა უბიძგა,– ვარაუდობენ გაზეთის წყაროები.

"პოზიტიური სიგნალები" ATACMS-ის შესაძლო მიწოდების შესახებ ასევე მიიღო კიევმა ბოლო კვირებში, განუცხადა WSJ-ს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.

ATACMS რაკეტები მოქმედებს 300 კილომეტრის მანძილზე და უკრაინას საშუალებას მისცემს, დაარტყას ყირიმის ხიდს და რუსეთის ფლოტს სევასტოპოლში. სწორედ ამ მიზნებისთვის გეგმავს შეიარაღებული ძალები რაკეტების გამოყენებას, –განუცხადეს WSJ-ს კიევის ოფიციალურმა პირებმა. თუმცა, ATACMS ასევე მიაღწევს რუსეთის ქალაქებს, კერძოდ, ვორონეჟს, როსტოვს, სმოლენსკს, ბრაიანსკს, კურსკს, ბელგოროდს და ა.შ.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ATACMS-ის უკრაინისთვის გადაცემაზე, კონფლიქტის ესკალაციის თავის არიდების მიზნით, თუ მათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენებდნენ. მიმდინარე წლის თებერვალში წყაროებმა Politico-ს განუცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა კიევისთვის რაკეტების გადაცემაზე, რადგან მათი გადაცემა შეამცირებს აშშ-ის მარაგებს და დააზიანებს აშშ-ის მზადყოფნას შესაძლო საფრთხეების მოსაგერიებლად. თუმცა, უკვე მაისში ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ განიხილება უკრაინისთვის ATACMS-ით მომარაგების შესაძლებლობა.

მოგვიანებით აშშ-ის სამოქალაქო და სამხედრო ოფიციალურმა პირებმა The Washington Post-ს განუცხადეს, რომ ვაშინგტონმა კრემლის მუქარის იგნორირება არჩია, რადგან ეს მუქარები რეალობაში არავის განუხორციელება.

მანამდე ATACMS რაკეტების ანალოგები დიდმა ბრიტანეთმა გადასცა უკრაინას. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ ის "უკრაინას მისცემს საშუალებას, უკან დაახევინოს რუსულ ძალებს".

„ჩვენ ვნახეთ, რა შეუძლიათ უკრაინელებს, როდესაც მათ აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები“, - თქვა მინისტრმა თემთა პალატაში გამოსვლისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S