Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული პატიმრები ბრძოლაზე უარს ამბობენ [ვიდეო]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული პატიმრები ბრძოლაზე უარს ამბობენ [ვიდეო]

30/06/2023 07:04:14 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში საომრად გაგზავნილი პატიმრებით დაკომპლექტებული "შტორმ Z"-ის მებრძოლებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებდნენ, რომ უარს ამბობდნენ ბრძოლაზე.

მიზეზად ისინი ასახელებენ მათ მიმართ დამოკიდებულებას. კერძოდ, არ აძლევდნენ საბრძოლო მასალას, საკვებს, არ გაჰყავთ დაჭრილები და არ გააქვთ ცხედრები ფრონტის ხაზიდან, სამი თვის განმავლობაში არ გადაუხდიათ დაპირებული ანაზღაურება, თუმცა კვლავ წინა ხაზზე გაგზავნას უპირებენ.

„ორასი კვლავ იქ ლპება! საშინელი ბრძანებები გაიცემა, რომლებიც არ უნდა შესრულდეს! გვჯერა, რომ უბრალოდ ჩვენი განულება სურთ!",– ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი მებრძოლი.

მისი თქმით, დანაყოფში 150 ადამიანიდან მხოლოდ 20-მდე დარჩა.

"რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა", ერთ-ერთმა პირობითად რუსულმა ქვედანაყოფმა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, მოუწოდა "შტორმ Z"-ს, შეუერთდეს "წინააღმდეგობის მოძრაობას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S