Accentnews.ge
"საქართველოს რკინიგზა": ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ, უამინდობის გამო შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც

"საქართველოს რკინიგზა": ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ, უამინდობის გამო შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც

30/06/2023 06:06:06 საზოგადოება

ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

„უამინდობის გამო, შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფა-მოლითის გადასარბენზეც იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ლიანდაგები, ჩამოიშალა ნიადაგი, რის გამოც ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები რამდენიმე საათით გაჩერდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S