BBC: „ვაგნერი“ უკრაინასთან საომრად ხალხის დაქირავებას განაგრძობს
30/06/2023 05:53:30 მსოფლიო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უკრაინაში საომრად ხალხის დაქირავებას განაგრძობს, – იუწყება BBC. გამოცემის ცნობით, ეს გაარკვიეს BBC-ს ჟურნალისტებმა, რომლებმაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქში „ვაგნერის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და პასუხად მიიღეს, რომ არაფერი შეცვლილა და კონტრაქტებიც ისევ „ვაგნერთან“ ფორმდება და არა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
29 ივნისს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ვაგნერის“ გარკვეული ნაწილი უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩება".
რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ ბელარუსში გაჩნდა ახალი ნაგებობები, რომლებიც სავარაუდოდ, „ვაგნერელებისთვისაა“ განკუთვნილი, რაიდერმა მხოლოდ ის თქვა, აშშ დაკვირვებას განაგრძობს.


