Accentnews.ge
მედია: გენერალი სუროვიკინი დაკითხეს და გაათავისუფლეს

მედია: გენერალი სუროვიკინი დაკითხეს და გაათავისუფლეს

30/06/2023 05:47:01 მსოფლიო

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური და უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურის მოადგილე, არ დაუპატიმრებიათ, არამედ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, - იუწყება გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" რუსეთის გენერალურ შტაბთან და რუსეთის უშიშროებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მანამდე რამდენიმე დასავლური გამოცემებითა და რუსული ინტერნეტ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხების გამო გენერალი სერგეი სუროვიკინი და მისი მოადგილე, გენერალი ანდრეი იუდინი დაკავებულები იყვნენ.

სუროვიკინის ბედთან დაკავშირებით კრემლმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე არაფერი უთქვამს გენერალზე.

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამ ცნობას სპეკულაცია უწოდა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S