Accentnews.ge
"ევროპელი სოციალისტების პარტია": "ქართული ოცნება" ჩვენი წევრი აღარ არის"

"ევროპელი სოციალისტების პარტია": "ქართული ოცნება" ჩვენი წევრი აღარ არის"

29/06/2023 15:35:39 პოლიტიკა

"ევროპელი სოციალისტების პარტიის" (PES) ცნობით, პარტიის თავმჯდომარეების მიერ დღეს მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნება" PES-ის წევრი აღარაა.

PES-ის თავმჯდომარეების შეხვედრა დღეს გაიმართა.

პარტიის ცნობით, თავმჯდომარეებმა განიხილეს საქართველოში მოვლენათა განვითარება და ხელახლა დაადასტურეს შეშფოთება, რომელიც წინა შეხვედრებზეც გამოხატეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პოზიციებისა და პარტიის ლიდერების მხრიდან ბოლო პერიოდში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ".

საბოლოოდ კი პარტია შეთანხმდა, რომ "ქართული ოცნების" წევრების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებების მიღმაა და საქართველოს მმართველ პარტიასთან ყველანაირ ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა გადაწყვიტა".

ცნობისთვის: 4 მაისს „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პარტიის სხდომაზე "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის საკითხს გადახედავდა.

8 მაისს PES–ს ვიცე–პრეზიდნტმა კეტი პირიმ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნება იყო.

11 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტში პარტნიორი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S