Accentnews.ge
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა

29/06/2023 14:50:00 საზოგადოება

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა.

2023 წელს პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო 4 ჟურნალისტს მიენიჭა. ისინი არიან: შაჰინა კ.კ (ინდოეთი), მარია ტერესა მონტანო (მექსიკა), ფერდინანდ აიიტე (ტოგო) და ნიკა გვარამია (საქართველო).

გვარამია ჯილდოს დაწესებიდან, 1992 წლიდან პირველი ქართველი ჟურნალისტია ვინც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

კომიტეტის თქმით, მსოფლიოში პრესის თავისუფლების მკვეთრი კლების ფონზე გამარჯვებულები აღიარეს "მთავრობების მხრიდან დარბევების, გატაცებების, დევნისა და მათი საქმის კრიმინალიზების ფონზე ახალი ამბების გაშუქებისთვის".

"პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას, რომლებიც ყველას ძალას გვმატებ. ჩვენთვის პატივია, რომ ამ წლის გამარჯვებულები ვაღიაროთ: შესანიშნავი რეპორტიორები, ვინც, მათი გაჩუმებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, დაუღალავად მუშაობენ, რათა გამოავლინონ კორუფცია, ძალადობა და არასწორი ქმედებები" - განაცხადა CPJ-ს პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა.

ორგანიზაციის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალი 2023 წლის 16 ნოემბერს ნიუ –იორკში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S