
ცხინვალი ქართული "დრონების" წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებს
29/06/2023 11:59:31 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული "დრონების" წინააღმდეგ იარაღის გამოყენება იქნება შესაძლებელი.
დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. საზღვრის დაცვის განხორციელებისას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. დოკუმენტის თანახმად, „უშიშროების ძალებს შეეძლებათ, გამოიყენონ იარაღი უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ საზღვრის დარღვევის მცდელობის აღსაკვეთად“.
შესაბამისი მოხსენება ე.წ. მთავრობის სხდომაზე ე.წ. უშიშროების კომიტეტის (КГБ) სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ვალერი ალიხანტიმ წარადგინა.
„ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები სულ უფრო ხშირად გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არც საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარია, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გაზრდილი შემთხვევები“, - განაცხადა ალიხანტიმ.
სააგენტო „რეს“-ის ცნობით, დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა შეთავაზებული ცვლილებები ერთსულოვნად დააამტკიცა.