რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი უცხოელი, მათ შორის ქართველი მოხალისეების მიმართ საქმე აღძრა
29/06/2023 09:39:53 პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი 160 უცხოელი მოხალისეს, მათ შორის ქართველების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ანექსირებულ დონეცკში გამართული ოპერატიული თათბირის დროს უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა.
"თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან თანამშრომლობით შეგროვებულია საქართველოს, აშშ-ის, ლატვიის, შვედეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელ დაქირავებულთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მტკიცებულებები. ამჟამად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა 33 ქვეყნის წარმომადგენელი 160 ბოევიკის მიმართ" - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: საქართველოს უკრაინაში მოხალისეთა ყველაზე დიდი კორპუსი ჰყავს. "ქართული ლეგიონი" ქვეყანაში წლებია, მოქმედებს.


