ჩეხეთმა ქვეყანაში გამართულ ადგილობრივ შეჯიბრებებში მონაწილეობა ყველა რუს სპორტსმენს აუკრძალა
29/06/2023 09:27:04 მსოფლიო
ჩეხეთმა ქვეყანაში გამართულ ადგილობრივ შეჯიბრებებში მონაწილეობა ყველა რუს სპორტსმენს აუკრძალა. მიზეზად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა სახელდება.
„აკრძალულია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ინდივიდუალური ათლეტების და გუნდების მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებსა და თამაშებში, რომლებიც ორგანიზებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში“, – აცხადებს ჩეხეთის მთავრობა.
ამასთან, პრაღა აცხადებს, რომ ჩეხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები და გუნდები რუსეთში გამართულ შეჯიბრებში არ ჩაერთვებიან.


