Accentnews.ge
მალიარი: უკრაინელებმა ფრონტის ხაზზე რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწიეს

მალიარი: უკრაინელებმა ფრონტის ხაზზე რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწიეს

29/06/2023 08:48:16 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სამხედრო ოპერაციების დროს წარმატებას რამდენიმე მიმართულებით მიაღწიეს.

როგორც მალიარი სოციალურ ქსელში წერს, ბერდინსკის მიმართულებით უკრაინელებმა წინ 1 300 მეტრით წაიწიეს, 1 200 მეტრით დაწინაურდნენ კლიშევკის მიმართულებით, ხოლო კურდიუმოვკის მიმართულებაზე - 1 500 მეტრით, ბრძოლები ქალაქის ფლანგებზე მიმდინარეობს.

"ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევა გრძელდება მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე", – წერს მალიარი.

მისივე ცნობით, უკრაინელების კონტრშეტევის პარალელურად, რუსები წარუმატებლად აგრძელებენ შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას ფრონტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S