Accentnews.ge
პუტინი ჯანყის შემდეგ პირველ ვიზიტად დერბენტს ეწვია

პუტინი ჯანყის შემდეგ პირველ ვიზიტად დერბენტს ეწვია

29/06/2023 08:14:46 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის ქალაქ დერბენტს ეწვია. დაუანონსებელი ვიზიტის ოფიციალურ მიზნად მოგვიანებით "რუსეთში ტურიზმის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაში მონაწილეობა" დასახელდა. თუმცა მსოფლიო მედია ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ეს პუტინის პირველი ვიზიტი იყო ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება ვაგნერისა" და მისი ლიდერის - ევგენი პრიგოჟინის 23-24 ივნისის ჯანყის შემდეგ.

დერბენტში ყოფნისას რუსეთის ლიდერი ამ ჯანყის თემას მხოლოდ ერთხელ შეეხო და განაცხადა, რომ "ეჭვი არ ეპარება დაღესტნელი ხალხის რუსეთის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერაში". რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა - მას არ დაუკონკრეტებია.

პუტინი ქუჩაში, ცნობილ შადრევანთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ ადგილობრივსაც შეხვდა, უმთავრესად - ქალებსა და ბავშვებს, ბევრ მათგანს ხელი ჩამოართვა, ერთ-ერთ მოზარდ გოგონას კი აკოცა კიდეც.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს მისთვის საკმაოდ უჩვეულო ჟესტია, განსაკუთრებით - ბოლო წლების განმავლობაში, როცა პუტინთან შეხვედრამდე ნებისმიერი ადამიანი თითქმის ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გადიოდა და ამ პირობებშიც კი შეხვედრისას აუცილებელი დისტანცია იყო დაცული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S