Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის "პეტრიოტების" მიყიდვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის "პეტრიოტების" მიყიდვას მხარი დაუჭირა

29/06/2023 07:23:09 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის ინტეგრირებული ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ავტომატიზებული მართვის სისტემა "პეტრიოტების" შესაძლო მიყიდვას მხარი დაუჭირა. კონტრაქტის ღირებულება 15 მლრდ დოლარია.

სახდეპის თანხმობა არ გულისხმობს კონტრაქტის ავტომატურ გაფორმებას. საუბარია პოლონური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განგრძობად მოდერნიზებაზე, - იუწყება "ამერიკის ხმა" და "როიტერი".

პენტაგონის "თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ" კონგრესს პოლონეთისთვის ხსენებული სისტემების შესაძლო მიყიდვის შესახებ ოთხშაბათს აცნობა.

გენერალურ კონტრაქტორებად გარიგებაში კომპანიები Raytheon Corp და Lockheed Martin გვევლინებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S