აშშ–ის თავდაცვის მდივანი – გერმანელ კოლეგას: "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რათა უკრაინას წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ"
29/06/2023 07:01:40 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პასტორიუსს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აუდიენციის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა იყო.
„როდესაც რუსეთის „უგუნური“ ომი უკრაინაში გრძელდება, ვაფასებ ყველაფერს, რასაც გერმანია აკეთებს უკრაინის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. თქვენი დახმარება და უკრაინის მცველების წვრთნა ფასდაუდებელია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ უკრაინას წარმატების მიღწევაში. ასე რომ, ჩვენ საკვანძო მომენტში ვართ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში“, – მიმართა ოსტინმა პისტორიუსს.
თავის მხრივ, პისტორიუს კიევის მიამრთ ბერლინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ "გერმანია ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის".


