თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთში ყურანის დაწვის ფაქტს გმობს
29/06/2023 06:55:07 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მკვეთრად დაგმო სტოქჰოლმში ჩატარებული აქცია, რომელზეც ყურანი დაწვეს. მან აქტივისტების მიერ ჩადენილ ქმედებას "საშინელი" უწოდა.
"მიუღებელია ამ ანტიისლამური ქმედებების დაშვება სიტყვის თავისუფლების საბაბით. ასეთ სისასტიკეზე თვალის დახუჭვა თანამონაწილეობას ნიშნავს," - აღნიშნა ფიდანმა.
სტოკჰოლმში აქცია შვედეთის პოლიციის ნებართვით ჩატარდა. თებერვალში სამეფოს სამართალდამცავებმა მსგავსი ღონისძიების გამართვის ნებართვა უსაფრთხოების მიზნით არ გასცეს. თუმცა ივნისში საკასაციო სასამართლომ ასეთი აკრძალვა უკანონოდ გამოაცხადა.
იანვარში შვედეთის დედაქალაქში ულტრამემარჯვენე აქტივისტების დემონსტრაცია გაიმართა, რომელის დროსაც თურქეთის საელჩოსთან ყურანი დაწვეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 28 ივნისს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სტოკჰოლმს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებულად გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს.


