Accentnews.ge
კრამატორსკში რუსეთის შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12–მდე გაიზარდა

კრამატორსკში რუსეთის შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12–მდე გაიზარდა

29/06/2023 06:44:54 მსოფლიო

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12–მდე გაიზარდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დასრულებულია.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკსა და მის შემოგარენზე სარაკეტო დარტყმა 27 ივნისის საღამოს განახორციელეს. ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანს.

12 დაღუპულიდან 3 არასრულწლოვანია. დაღუპულთა შორის არიან 14 წლის ტყუპი დები. დაიჭრა 60 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრამატორსკზე შეტევა 28 ივნისს დაადასტურა, თუმცა ისევ არ აღიარა სამოქალაქო ობიექტზე დარტყმა და სამიზნედ დაასახელა უკრაინის არმიის 56-ე ქვეითი ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობის დროებითი დისლოკაციის ადგილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც უკრაინას და მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი იმსახურებს მხოლოდ დამარცხებას და ტრიბუნალს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S