Accentnews.ge
საფრანგეთში პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციები გრძელდება

საფრანგეთში პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციები გრძელდება

29/06/2023 06:23:28 მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მკვლელობის გამო საპროტესტო გამოსვლები გრძლედება. აქციების დროს დაკავებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი ავრცელებს.

ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, პარიზის სხვადასხვა უბანში ახალგაზრდების ჯგუფები პოლიციის ოფისებს პიროტექნიკას ესროდნენ და პოლიციელებს ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. სამართალდამცავებთან შეტაკებები იყო ქალაქ ლილშიც.

მასობრივი არეულობები იყო საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეს, 27 ივნისსაც. დემონსტრანტებმა პარიზის რამდენიმე გარეუბანში ბარიკადები აღმართეს, ათეულობით ავტომანქანა და ნაგვის ურნები დაწვეს და პოლიციელებს პიროტექნიკას ესროდნენ. საპოლიციო ძალებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პოლიციელმა მოკლა სავარაუდოდ, წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი. მოზარდი, რომელიც ავტომობილს მართავდა, არ დაემორჩილა მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერების შესახებ. პოლიციელის ვერსიით, მან მძღოლს ესროლა, რადგან საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახებას აპირებდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ეს ვერსია არ დასტურდება სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერით. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა, დაკავებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S