Accentnews.ge
გენერალი ზალუჟნი უკრაინის არმიის წინსვლას ადასტურებს

გენერალი ზალუჟნი უკრაინის არმიის წინსვლას ადასტურებს

29/06/2023 06:16:13 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზალუჟნიმ ტლეგრამ–არხზე შემდეგი დაწერა:

"უკრაინამ შეძლო სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება, უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ და წინსვლა აქვთ".

გენერლის თქმით, მეტოქისგან ძლიერი წინააღმდეგობაა, თუმცა მტერს დიდი დანაკარგიც აქვს. უკრაინის არმიის მთავარსარდლის ინფორმაციით, რუსეთის ძალები პოზიციების შენარჩუნებას ტერიტორიების დანაღმვით ცდილობენ.

ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უტევენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების პოზიციებს. 26 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში, მხოლოდ სამხრეთში გათავისუფლებულია 130კმ² ფართობი.

უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეულ წინსვლას ადასტურებს არაერთი სხვა წყაროც, მათ შორის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW).

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, საჯაროდ ყოველთვის აცხადებს, რომ უკრაინელების კონტრშეტევები მოგერიებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S